AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
ნომინირებულმა კანდიდატმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიაროს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივნისამდე.
მიმართულებები: ინჟინერია; სამშენებლო; წარმოება და გადამუშავება; გარემოს დაცვა.