Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Cluj-Napoca - TUCN) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.03.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.03.26
 
კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული/აკადემიური თანამშრომლის მობილობა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

აკადემიური მიმართულება: ბიოსამედიცინო ინჟინერია, მექატრონიკა და მანქანათმშენებლობა.
24/02/2026

სიახლეებში დაბრუნება