ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (VIII, IX)

2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მერვე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 16 თებერვალს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო მეცხრე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება სამშაბათს, 17 თებერვალს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.
15/02/2026

სიახლეებში დაბრუნება