Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ალიკანტეს უნივერსიტეტი (University of Alicante - UA) (ალიკანტე, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

დეტალური ინფორმაცია ალიკანტეს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
  
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს უნივერსიტეტში.

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.

19/01/2026

სიახლეებში დაბრუნება