Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.01.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.01.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.01.26

პრაქტიკული ინფორმაცია ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, აკადემიური მობილობა განხორციელდეს 2026 წლის 5-8 მაისს ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

მიმართულებები: საინჟინრო მიმართულებები.
16/01/2026

სიახლეებში დაბრუნება