Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ლ'აკვილის უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.01.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.01.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.01.26

ლ'აკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლ'აკვილის უნივერსიტეტში, 8 დღით მობილობის ხანგრძლივობით. მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 31 ივლისამდე.
16/01/2026

სიახლეებში დაბრუნება