ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2025/26 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (
University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას 2025/26 აკადემიურ წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის, 2026 წლის 9 თებერვლიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 2 სტუდენტის ოდენობით.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
· არქეოლოგია
· საარქივო მეცნიერება
· ისტორია
· ფილოსოფია
· პოლიტიკური მეცნიერებები
· სოციოლოგია
· სოციალური მუშაობა
სტუდენტს შეუძლია, დაბინავდეს საერთო საცხოვრებელში (დაახლ.160 დოლარი თვეში). ჰრადეც კრალოვეში ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ჩათვლით, შეადგენს დაახლ. 350-550 დოლარს თვეში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ივლისი, 18:00 სთ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის ცოდის დამადასტურებელი ცნობა (
კონკურსის წესის მიხედვით) და სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე:
erasmusplus@gtu.ge
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 11 ივლისს.
დამატებითი ინფორმაცია და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჰრადეც კრალოვის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ
აქ.
საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი
საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა:
tomas.hercik@uhk.cz