მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (
Mendel University in Brno - MENDELU) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბრამდე.
ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 7 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში, მათ შორის, 5 სტუდენტი - კრედიტების დაგროვებით (5-5 თვით) და 2 სტუდენტი - ტრეინინგის მიზნით (2-2 თვით).
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, მეტყევეობა.