სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფილია 2 სამთავრობო სტიპენდია 2024-2025 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის.
ონლაინ
სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი.
ზემოხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 2024 წლის 2 სექტემბრიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ.
კონტაქტისთვის:
ტელ.: +421 907 551 40
ელ.ფოსტა:
helpdesk@studyabroad.sk