DAAD გაცვლითი პროგრამა ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი

ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Heilbronn University of Applied Sciences) (ჰეილბრონი, გერმანია) DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ("Ostpartnerschaften“) ფარგლებში აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 2024/25 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (5 თვით).

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვინი მობილობა ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე, ძირითადად, ელექტრონიკის, მანქანათმშენებლობისა და ტელეკომუნიკაციის პროფილით.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

სემესტრში დაახლოებით 4700 ევროს ოდენობით (თვეში დაახლ. 900 ევრო) სტიპენდია ფარავს ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯებს. სტუდენტური საცხოვრების ღირებულება სემესტრში დაახლოებით 2100 ევროს შეადგენს (ჩვეულებრივ, სტუდენტური საცხოვრებელი ყველაზე იაფი შეთავაზებაა სტუდენტებისთვის).

საინჟინრო ფაკულტეტზე სასწავლო კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
21/03/2024

სიახლეებში დაბრუნება