კოიმბრას ჯგუფი (
Coimbra Group) აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება მისცეს, 1-3 თვის განმავლობაში ჩაატარონ კვლევა იმ თემებზე, რომლებზედაც ისინი მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში და დაეხმარონ მათ ევროპაში აკადემიური კონტაქტების დამყარებაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 1989 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს. სააპლიკაციო განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 5 აპრილამდე.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ, მათ შორის,
სააპლიკაციო ლინკი, იხილეთ
აქ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი (
Jagiellonian University) (კრაკოვი, პოლონეთი) მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესდებიან იაგელონიის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქიმიის მიმართულების მკვლევართათვის:
სებასტიან ბაში (Sebastian Baś), იაგელონიის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.
ელ.ფოსტა:
sebastian.bas@uj.edu.pl
იაგელონიის უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტისთვის:
მაგდალენა ჩარნიკი (Magdalena Czarnik)
ელ.ფოსტა:
magdalena.czarnil@uj.edu.pl