Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi - TUIASI) (იასი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით, მესამედ აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე.

იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სამშენებლო მომსახურების ფაკულტეტზე.

მიმართულებები აკადემიური თანამშრომლებისთვის: სამშენებლო, გარემოს დაცვა.

20/03/2024

სიახლეებში დაბრუნება