Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში - თანამშრომელთა ტრეინინგის დღეები

ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) (ვადუცი, ლიხტენშტინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს თანამშრომელთა ტრეინინგის დღეებს, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 6-10 მაისს.

ღონისძიება მიზნად ისახავს პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლების ტრეინინგს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კოორდინატორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის კოლეგების საქმიანობაზე დაკვირვების საფუძველზე (ე.წ. Job Shadowing).

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

16/03/2024

სიახლეებში დაბრუნება