მიმდინარე წლის 23-25 აპრილს იორდანიაში, ქ. ირბიდში, იარმუკის უნივერსიტეტში (
Yarmouk University) დაგეგმილია მე-4 საერთაშორისო განათლების კვირეული. ღონისძიების მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიება, დიალოგის წახალისება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
განათლების კვირეულის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი თემები:
- თანასწორობა და ინკლუზია უმაღლეს განათლებაში;
- ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში: ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა;
-
SDG-ების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების სტრატეგიებში;
-
სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა: გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ვირტუალური გაცვლები;
-
ინოვაცია და დასაქმება;
-
პროფესიული განათლებისა და სწავლების გაძლიერება.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა არის უფასო. თითოეულმა მონაწილე მხარემ თავად უნდა დაფაროს მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია: პროფესორი მვაფაკ ოტუმი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების ოფისის დირექტორი
ელ-ფოსტა:
iw@yu.edu.jo
ტელ: +962790143171.
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს
https://iw.yu.edu.jo, სადაც განთავსებულია
სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 მარტი.
ამასთან, მისთვის, ვინც აპირებს ღონისძიებაში მონაწილეობას Erasmus+ საშუალებით, 2024 წლის 21-22 აპრილს ექნება სწავლა/ტრენინგის ორი დამატებითი დღე.