პალერმოს უნივერსიტეტი (
Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაცია პალერმოს უნივერსიტეტში სტაჟირების მიზნით Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით (1 სტუდენტი 5 თვით, 2 სტუდენტი - 3-3 თვით), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პალერმოს უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ
წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან.
მიმართულება: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, აგროკულტურა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული მიმართულებები.