Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის - პირველი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა

განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს პირველი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება ონლაინრეჟიმში.

პირველი კონსულტაცია ჩატარდება ორშაბათს, 29 იანვარს, 11:00 საათზე - სტუდენტებისთვის და 16:00 საათზე - თანამშრომლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი
https://meet70.webex.com/meet/pr25529246927
28/01/2024

სიახლეებში დაბრუნება