ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University - SCU) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა: აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: 02.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში, 05.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული) მიმღებ უნივერსიტეტში შესაბამისი სააპლიკაციო განაცხადების ონლაინ წარდგენის პერიოდია - 29.01.2024 - 12.02.2024 ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 5 თებერვალს. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 თებერვლამდე.
სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, შერჩეულმა თანამშრომლებმა მობილობა უნდა განახორციელონ 2024 წლის 20-24 მაისს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა V საერთაშორისო კვირეულში.
მიმართულებები აკადემიური თანამშრომლებისთვის: ინჟინერია, არქიტექტურა, სოციალური მეცნიერებები, მენეჯმენტი, ეკონომიკა, ტურიზმი, ტექნოლოგიები, სამართალმცოდნეობა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.