ჰანოვერის ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტი - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმბოლდტი ხვდება ლაიბნიცს“

ქართველ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ჰანოვერში (გერმანია) დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. ჰანოვერის ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტში (Leibniz University Hannover - LUH) დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია „ჰუმბოლდტი ხვდება ლაიბნიცს“ ეძღვნება ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და იმპლანტაციის საკითხებს.   

ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 22-24 სექტემბერს ჰერენჰაუზენის სასახლეში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (დოქტორის დიპლომის მიღებიდან არ უნდა იყოს გასული ექვს წელზე მეტი) შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებიდან:

  • ბიოსამედიცინო კვლევა

  • მასალების მეცნიერება და მეტამასალები

  • მასალის სიმულაცია

  • მიკროელექტრონიკა და სენსორული ტექნოლოგია

  • ქსოვილის ინჟინერია

  • (სტომატოლოგიური) პროთეზირება

  • სამედიცინო და ბიოინფორმატიკა და მანქანათმცოდნეობა

სააპლიკაციო განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 11 თებერვალი. საჭიროა, აიტვირთოს გარკვეული პერსონალური ინფორმაცია, მოკლე მოტივაცია და თქვენი შეთავაზების დეტალები, მათ შორის აბსტრაქტი (pdf-ფაილი).

შერჩეულ მონაწილეებს გერმანული მხარე დაუფარავს კონფერენციასთან დაკავშირებული ხარჯს.

საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.



15/01/2024

სიახლეებში დაბრუნება