05 მაი

ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლა

ინფორმაცია ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლის შესახებ, რომელიც პროექტის მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება
27 აპრ

ჩატარდა საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 21აპრილს  პროფესორმა იოსებ ბაჩიაშვილმა სამეცნიერო-პედაგოგიური საზოგადოებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ეკონომიკისა და სამართლის შესაბამისობის თანამედროვე ტენდენციები"
26 აპრ

2021/2022 აკადემიური წლის ესტონეთის ეროვნული სტიპენდიები

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სასტიპენდიო პროგრამების, მათ შორის, მოკლევადიანი საზაფხულო სკოლების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის, ასევე, ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სტიპენდიების შესახებ
26 აპრ

VII საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური (ეკო) ტექნოლოგია, მეწარმეობა და რეგიონული განვითარება” (IECOTERD)

2021 წლის 12 ოქტომბერს, კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) გაიმართება VII საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური (ეკო) ტექნოლოგია, მეწარმეობა და რეგიონული განვითარება” (IECOTERD)
22 აპრ

ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა 2021

ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს საერთაშორისო აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას (International Faculty Exchange Program - IFEP).
21 აპრ

ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში

მოსაწვევი: ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ Invitation: National Education Initiatives in Accounting and Audit  April 27
ყველა სიახლის ნახვა

სამართლის კლინიკა

სამართლის კლინიკა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში  2009 წლიდან არსებობს სამართლის კლინიკა, რომელიც შეიქმნა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) დაფინანსების,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად.
 
სამართლის კლინიკაში ჩართული სტუდენტები კლინიკაზე მიმაგრებულ პროფესორ-მასწავლებელთა დახმარებით ახდენენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სტუდენტები მონაწილეობენ კლინიკის ეგიდით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში.
  

კლინიკები სიახლეა საქართველოში, თუმცა მათ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ევროპული საუნივერსიტეტო სწავლების სისტემაში. კლინიკის არსებობა უნივერსიტეტებში მაჩვენებელია უნივერსიტეტის განსაკუთრებული ყურადღების სტუდენტებისადმი, ზრუნვის მათ პროფესიონალიზმზე, კვალიფიციურობაზე და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე ქვეყნის შიდა თუ გარე ბაზარზე.
 
სამართლის კლინიკა 2009 წლიდან მოყოლებული ახორციელებს იურიდიულ კონსულტაციებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართლის სფეროში. კლინიკის მომსახურებაში შედის კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად უფასო სატელეფონო და პირადი კონსულტაციები, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა-შეგროვება, ადმინისტრაციული ორგანოებთან დავის წარმოება, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო  და ადმინისტრაციული დავებზე წარმომადგენლად გაყოლა. ასევე 2010 წლიდან კლინიკის იურიდიულ კონსულტაციებს დაემატა სისხლის სამართლის სფერო, რითაც შესაძლებელიკ გახდა განსაზღვრული ტიპის საქმეებზე დაინტერესებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა.
 
გარდა იურიდიული კონსულტაციებისა, 2010 წლიდან  სამართლის კლინიკის ეგიდით ხორციელდება არა ერთი პროექტი თუ ღონისძიება, რომელიც მიმართულია სტუდენტთა აქტივობის და მოტივაციის ამაღლებაზე,  ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის განვითარებაზე.
   

სამართლის კლინიკის სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ  საზღვარგარეთ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებში თუ კონკურსებში. მაგალითად, კლინიკის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში (ქ. ვენა), 2010 წლის ოქტომბერში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში კალიფორნიის შტატში (აშშ), 2010 წელს (ქ. სოფია), 2011 წელს  (ქ. ვილნიუსი)  - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში და 2012 წელს (ქ. ფრანკფურტი) - ფრანკფურტის საინვესტიციო არბიტრაჟის იმიტირებულ სასამართლო პროცესში .