მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ტრანსპორტის ინჟინერიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია მოამზადოს ტრანსპორტის (საავტომობილო, სარკინიგზო) დარგის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული სიღრმისეული ცოდნის მქონე ტრანსპორტის ინჟინერიის დოქტორი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებების დაპროექტების, შენარჩუნების, განვითარების და მომსახურების მიმართულებით აქტუალური და კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით შესრულებული სამეცნიერო კვლევის საფუძველზე ახალი ცოდნის გენერირებას და პედაგოგიურ საქმიანობას.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო დონის აქტუალური მნიშვნელობის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი მკვლევარების მომზადება, რომლებიც წვლილს შეიტანენ:
დამოუკიდებლად შეძლებენ ინოვაციური მეთოდების შემუშავებას და პედაგოგიურ, სამეცნიერო მოღვაწეობას.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეტალურგიის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის მიზანია:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მასალათმცოდნეობის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია: სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, ინოვაციურ საქმიანობაზე ორიენტირებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი მასალათა მიღების, დამუშავებისა და პრაქტიკული გამოყენების სფეროში.
გააცნობიერებინოს მასალის სხვადასხვა სახის დამუშავებისა ფიზიკურ-ქიმიური და ფიზიკურ-მექანიკური პირობების გავლენა საკონსტრუქციო მასალების საექსპლუატაციო მახასიათებლებზე.
შესძინოს მეცნიერ-მკვლევარის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს დოქტორანტს მასალების მიღებისა და დამუშავების არსებული ტექნოლოგიებისა და კვლევის უახლესი მეთოდების გამოყენებით დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს ინოვაციური პროექტები.
შეასწავლოს მასალათმცოდნეობაში არსებული პრობლემების ამოცნობის და კრიტიკული ანალიზის უნარი. შეასწავლოს ტექნიკაში გამოყენებული უახლესი ლითონური და არალითონური საკონსტრუქციო მასალების, მათ შორის - კომპოზიციური და ნანო მასალების თვისებების გაუმჯობესების გზები და მათი გამოყენების პერსპექტიული სფეროები.