ქართულენოვანი პროგრამები

კვალიფიკაცია:  ტრანსპორტის ინჟინერიის მაგისტრი    

მიმართულება:  საინჟინრო        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

 პროგრამის მიზანია მოამზადოს დარგის ღრმა ცოდნით აღჭურვილი და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ტრანსპორტის ინჟინერიის მაგისტრი, რომელიც უზრუნველყოფს  სარკინიგზო და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების:

  • ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ოპერაციების შესრულებას სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენებით;
  • გაანგარიშებას, დაპროექტებას, კონსტრუქციულ მოდერნიზირებას საინჟინრო კვლევების, მათემატიკური მოდელირების და სიმტკიცეზე გაანგარიშების თანამედროვე მეთოდებით;
  • საიმედოობის შენარჩუნებას რემონტის, დიაგნოსტირების და სერვისული მომსახურების ობიექტებში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების უახლესი მეთოდების, ავტომატიკის და ენერგოუზრუნველყოფის სისტემების დანერგვას მოძრავ შემადგენლობათა განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით.

კვალიფიკაცია:  საინჟინრო ლოგისტიკის  მაგისტრი 

მიმართულება:  საინჟინრო        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა -  ქართული

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს საინჟინრო ლოგისტიკის დარგის ღრმა ცოდნით,  კრიტიკული ანალიზის, პრაქტიკული და კვლევითი უნარებით აღჭურვილი მაგისტრები, რომლებსაც ექნებათ:

მიზანი 1. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა  ინჟინერიის სფეროში არსებული ამოცანების და პრობლემების გადასაჭრელად;

მიზანი 2. მიწოდების  ჯაჭვში  ეფექტიანი და ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილების   მიღება  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;

მიზანი 3. ჭკვიანი ლოგისტიკაში ტექნოლოგიური მოწყობილობების, სატრანსპორტო და სასაწყობო სისტემების  ექსპლუატაციის და სერვისული სისტემებში   პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტით თავის წვლილი შეიტანს დარგის განვითარებაში.

კვალიფიკაცია:  მენეჯმენტის მაგისტრი

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:   არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია:

პროგრამის მიზანი პასუხობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების თანამედროვე გამოწვევებს, შეესაბამება უსდ-ის და ფაკულტეტის მისიას და ორიენტირებულია მოამზდოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი მენეჯმენტის და ადმინისტრირების არჩეული  კონცენტრაციით, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, სამეწარმეო ბიზნესის თავისებურებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც  წვლილს შეიტანს დარგში:

- ბიზნესის ახალი პროგრესული ტექნოლოგიების და ინოვაციური პროცესების დამკვიდრებაში;

- ბიზნეს-პროექტების  სტრატეგიების  შემუშავებასა და  მატრიცული მართვის სქემის  ეფექტურ მართვაში;

-  სამრეწველო და სატრანსპორტო ფირმების  მარკეტინგული პროცესების    დროსა და სივრცეში მართვაში;

- ფინანსურ მაჩვენებლებზე მოქმედი ფაქტორების და მისი გავლენის სიდიდის განსაზღვრაში, ფინანსური ანალიზით მიღებული შედეგებით ფირმის ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტირებაში;

-  ფირმის სტრატეგიული და მიმდინარე გეგმების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

კვალიფიკაცია:  მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მაგისტრი

მიმართულება:  საინჟინრო         

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - მოამზადოს მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დარგის ღრმა ცოდნით, კრიტიკული ანალიზის, პრაქტიკული და კვლევითი უნარებით აღჭურვილი მაგისტრები, რომლებიც შეძლებენ:

სამანქანათმშენებლო წარმოების ტექნოლოგიის, სხვადასხვა დანიშნულების მანქანებისა და მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის, მანქანათა სისტემების ავტომატიზაციის ცოდნა არსებული ამოცანების და პრობლემების გადაჭრას;

საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებისას და დეტალების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებში ინოვაციური კონსტრუქციების გამოყენებას;

საწარმოო მანქანა - დანადგარების, მათი დეტალების და კვანძების ექსპერტიზის უახლესი მეთოდების გამოყენებით წვლილს შეიტანენ დარგის განვითარებაში.

კვალიფიკაცია:  სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის მაგისტრი

მიმართულება:  საინჟინრო         

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება:    ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - მოამზადოსსტუდენტი დარგის ღრმა და სისტემური ცოდნის, მისი კრიტიკული გააზრების, პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავების საფუძველზე:

კომპლექსურ და მულტიდისციპლინურ გარემოში უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოო პროცესების მოდელირების, საწარმოთა დაგეგმარებისა და ოპტიმიზაციის განსახორციელებლად;

საწარმოო ავტომატიზებული კომპლექსების განვითარების კვლევის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების ხელმძღვანელობასა და მართვაში, უახლესი მიდგომებითა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით.

კვალიფიკაცია:  მასალათმცოდნეობის  მაგისტრი   

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია:

  • მასალათმცოდნეობის პრაქტიკოსი და სამეცნიერო-კვლევითი უნარების მქონე კადრების მომზადება,  რომლებიც მიიღებენ ღრმა და სისტემურ ცოდნას და შეძლებენ  დამოუკიდებლად მუშაობას მასალათმცოდნეობის მიმართულებით;
  • მასალათმცოდნეობის მაგისტრმა შეძლოს: უახლესი მიღწევების მეტალოგრაფიული კვლევის საფუძველზე საკონსტრუქციო მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების პროგნოზირება;
  • თანამედროვე მეცნიერების  შესაბამისად მკაცრად განსაზღვრული შემადგენლობის სხმულების მიღება შენადუღი კონსტრუქციების დაპროექტება და წარმოება; უახლესი მიღწევების, მათ შორის პლაზმური და  სხვა აირთერმული დანაფარების მიღების ტექნოლოგიების გამოყენება;
  • სათანადო უნარების გამომუშავება  და  მომზადება მასალათმცოდნეობის  სფეროში მუშაობისათვის,  ან/და დოქტორანტურაში სწავლისათვის;

კვალიფიკაცია:  ინჟინერიის მაგისტრი მეტალურგიაში  

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია:

  • ღრმა და სისტემური ცოდნით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი  სპეციალისტების მომზადება მეტალურგიული სექტორისათვის, რომლებსაც ექნებათ საწარმოო-ტექნოლოგიური,  გამოთვლითი - საპროექტო და  საორგანიზაციო სამუშაოების შესაბამის ორგანიზაციებში შესრულებისა და მართვის უნარები  შავი და ფერადი ლითონების, შენადნობების და სპეციალური მასალების მისაღებად;
  • კურსდამთავრებულებს შესძინოს მეტალურგიის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით შავი და ფერადი მეტალურგიის ტექნოლოგიური პროცესების მართვის უნარები.