ქართულენოვანი პროგრამები

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ქიმიის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ქიმიის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ქიმიის დარგში.

  1. მაგისტრანტებს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა ორგანული, ფიზიკური და არაორგანული ქიმიის მიმართულებით, გამოუმუშავოს პროფესიული უნარები, თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებული კარიერისთვის;
  2. კურსდამთავრებულთა კომპეტენციების ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის სახეობების ადეკვატური, ეფექტური და წარმატებით განხორციელებისათვის წარმოების სხვადასხვა დარგში არსებული ქიმიური ბუნების მრავალი პრობლემის გადაწყვეტისას;
  3. კურსდამთავრებულმა დამოუკიდებლად შეძლოს ქიმიური კვლევითი ამოცანების უახლეს მონაცემებზე დამყარებული კრიტიკული ანალიზით ახალი თვისების მქონე ნაერთების სინთეზი, მათი თვისებების კვლევა და გამოყენების შესაძლებლობების ინოვაციური მეთოდების და მიდგომების ძიება.

კვალიფიკაცია: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა: 120.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული

დაფინანსება:  არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ

სწავლების ენა - ქართული

სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიაში  - ტექნოლოგიური პროცესების  მართვის, წარმოქმნილი პრობლემების და ამოცანების აღქმისა და მათი პრაქტიკული გადაჭრისათვის;
  • ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს დარგის პრინციპები, თეორიები და კონცეფციები, პროექტირება და განხორციელება, პროდუქციის შეფასების მეთოდოლოგია; ტექნო-ლოგიური რეგლამენტის კორექტირება და ახალი რესურსების გათვლა, პრობლემებზე ადექვატური რეაგირება;
  • მისცეს ნივთიერებების და მასალების მიღების მეთოდების, ხერხების და საშუალებების გამოყენების უნარი ქიმიური და ბიოლოგიური წარმოების დანერგვასა და ექსპლატაციაში ფიზიკური, ფიზიკურ-ქიმიური და ქიმიური პროცესების მეშვეობით და მათ საფუძველზე.

კვალიფიკაცია:  გარემოს ინჟინერიის  მაგისტრი   

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

  • გარემოსდაცვითი ინჟინერიის  მაგისტრის მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა, სისტემური ცოდნა  გარემოს დაცვის პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიების, გარემოსდაცვითი თანამედროვე ტექნოლოგიების   განხორციელებისათვის;
  • თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელიც ორიენტირებული იქნება გარემოსდაცვის კანონმდებლობების და კონვენციების, რაციონალური ბუნებათსარგებლობის ღონისძიებების, ეკოლოგო–ეკონომიკური ეფექტურობის დაცვის, აგრეთვე ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სწორი წარმართვით; 
  • გარემოსდაცვითი ინჟინერიის სფეროში პრობლემებისა და მათი ღირებულებებისადმი დამოკიდებულებების შეფასება, პრევენციულ ღონისძიებებში თანამონაწილეობა, ახალი ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვა და სათანადო უნარების გამომუშავება.

კვალიფიკაცია:  ფარმაციის მაგისტრი   

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია:

  • სამაგისტრო პროგრამის მიზანია ფარმაცევტული დისციპლინების სიღრმისეული შესწავლა;
  • ფარმაციის პრაქტიკოსი და სამეცნიერო-კვლევითი უნარების მქონე კადრების მომზადება, რომლებიც მიიღებენ ღრმა და სისტემურ ცოდნას და შეძლებენ  დამოუკიდებლად მუშაობას ფარმაცევტული ანალიზის, სამრეწველო ფარმაციის, ფარმაცევტული კოსმეტოლოგიისა და პარფიუმერიის მიმართულებით; 
  • სათანადო უნარების გამომუშავება და ფარმაციის სფეროში მუშაობისათვის მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

კვალიფიკაცია:  მაგისტრი სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციაში 

 

მიმართულება:  აგრარული                

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია: სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის და კონკურენტუნარიანი მაგისტრის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდის და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მორწყვის შესაბამისი მეთოდების შერჩევას და თანამედროვე ირიგაციული სისტემების დაპროექტებას; დაჭაობებული და დეგრადირებული მიწის მასივების ათვისებას და ნაყოფიერების გაზრდას სადრენაჟე ან დამშრომ-გამატენიანებელი სისტემების და აგრომელიორაციული ღონისძიებების კომპლექსურად გამოყენებით; წყალსამეურნეო ობიექტების მდგრადობის  შეფასებას და დაცვას წყლისმიერი ეროზიული პროცესებისაგან; სასოფლო-სამეურნეო  ჰიდრომელიორატორის არაპრგნოზირებად და მულტიდისციპლინურ სამუშაო გარემოში ადაპტირებას და მართვას; საკუთარი არგუმენტირებული სამეცნიერო კვლევებით განმტკიცებული დასკვნების ჩამოყალიბებას და განზოგადებას პროფესიული პასუხისმგებლობის და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით. შეუქმნას კურსდამთავრებულებს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მყარი საფუძველი, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის დარგის გამართულ მუშაობაში.

კვალიფიკაცია:  აგრონომიის მაგისტრი  

მიმართულება:  აგრარული                

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია:  უმაღლესი აგრარული განათლების, კონკურენტუნარიანი, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს მორგებული სპეციალისტის მომზადება, ისეთი ცოდნითა და უნარებით, როგორიცაა:

  • ნიადაგის ნაყოფიერების მართვა-ამაღლების უახლესი მეთოდების გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანა, ხარისხიანი თესლის და მოსავლის მიღება, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაცვა სარეველა მცენარეებისაგან ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემების თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების ადაპტაცია ადგილობრივ გარემო პირობებთან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება თანამედროვე, ინოვაციური მიდგომებით;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელებული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ განსახორციელებული ბრძოლის უახლესი ბიოტექნოლოგიური მეთოდების ეფექტური გამოყენება. მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის მართვა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეშვეობით.

კვალიფიკაცია:  მაგისტრი სურსათის ტექნოლოგიაში

მიმართულება:  საინჟინრო                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია:  სტუდენტს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა სასურსათო ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში. შეასწავლოს სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური სქემები, საწარმოო ხერხები და მეთოდები, წარმოებისას მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესები, შესაბამისი მანქანა-დანადგარები. ახალი სანედლეულო რესურსის გამოვლენა და მათ ბაზაზე მიღებული ახალი სახის პროდუქციის კვლევა. დარგის პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოების დამოუკიდებლად განხორციელება.

კვალიფიკაცია: სატყეო საქმის მაგისტრი    

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს სატყეო დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი სატყეო საქმის მაგისტრი;
  • ჩამოუყალიბოს სატყეო სფეროს მართვის, ინოვაციური საქმიანობის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების, საქმიანობის კრიტიკული გააზრების, დაგეგმვის და ახალი, ორიგინალური გზებით  სატყეო სექტორის განვითარების ხედვის უნარი;
  • შეუქმნას კურსდამთავრებულებს მყარი, უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სატყეო სფეროს ეფექტურ მუშაობაში.

კვალიფიკაცია: მეცხოველეობის მაგისტრი   

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია -  მეცხოველეობის დარგის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი  მეცხოველეობის  მაგისტრის  მომზადება,  რომელიც უზრუნველყოფს: სასოფლო-სამეურნეო და ეგზოტუკურ-კომპანიონ ცხოველთა/ფრინველთათვის, საკვების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენებით,  ეფექტური და უსაფრთხო კომბინირებული რეცეპტების შექმნას; სასოფლო-სამეურნეო  ცხოველების ახალი ჯიშების გამოყვანას  ხელოვნური დათესვლის ინოვაციური მეთოდებით;   მეცხოველეობის დარგში წარმოქმნლ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი კვლევებით არგუმენტირებული და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას და წარდგენას  სპეციალისტების წინაშე,  აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით; შემდგომი სწავლისა და პროფესიული განვითარების დამოუკიდებლად წარმართვას  და მეცხოველეობის არაპროგნოზირებად სამუშაო გარემოში საკუთარი წვლილის შეტანას დარგის ეფექტური და გამართული ფუნქციონირებისათვის.

კვალიფიკაცია: მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი   

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ქართული.

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს:

  • მსოფლიო მევენახეობის დარგში ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ვენახის გაშენება-მოვლის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, ვენახში ჩასატარებელი აგროტექნოლოგიური პროცესების სრული ციკლი და მართვის თავისებურებები.
  • მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მსოფლიო ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ყურძნის გადამუშავების ტრადიციული, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები; ღვინისა და სასმელების ხარისხისა და სენსორული შეფასების საერთაშორისო მეთოდები და პრაქტიკაში დანერგილი სისტემები, საერთაშორისო სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ექსპერიმენტების დაგეგმვა-მართვა.
  • მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული უნარების მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრი/მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი, რომელიც მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს ვენახის გაშენებიდან - საბოლოო პროდუქტის მიღებამდე.

კვალიფიკაცია: სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგიის მაგისტრი მიმართულება: აგრარული პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი პროგრამის საფასური: 2250 ლარი პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან სწავლების ენა - ქართული. პროგრამის მიზანია: ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის სამკურნალო მცენარეთა კულტივირების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ძვირადღირებული თესლის ბანკის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ცოდნის მქონე, ქვეყნის უმდიდრესი და უნიკალური ბიორესუსრსების მოძიება-დაცვა-კონსერვაციის, ეთნობოტანიკური ჩვევებისა და მდგრადი გამოყენების უნარებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის.

კვალიფიკაცია: ორგანული სოფლის მეურნეობის მაგისტრი   

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია სტუდენტის მომზადება ორგანული სოფლის მეურნეობის დარგში, შემდგომი გამოყენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კურსდამთავრებულს შეეძლება წარმოების დაგეგმვა, ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების განხორციელება, ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მართვა, ხარისხის კონტროლი და მარკეტინგი, ინოვაციური მიდგომების დანერგვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და გარემოს მდგრადი განვითარება.

კვალიფიკაცია: სურსათის უვნებლობის მაგისტრი

   

მიმართულება: საინჟინრო                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია:

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - „სურსათის უვნებლობა“ მიზანია სტუდენტს შეასწავლოს:

  • სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემების - „მინდვრიდან მაგიდამდე“ მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და განხორციელება; სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები და მათი შესრულების გზები; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვლევების განხორციელება ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების შეთავაზებით;
  • სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის და კონკურენტუნარიანი სურსათის უვნებლობის მაგისტრის მომზადება.