ინგლისურენოვანი პროგრამები

კვალიფიკაცია: მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი   

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ინგლისური.

სამაგისტრო პროგრამის   მიზანია სტუდენტს   შეასწავლოს:

  1. მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობაში ვაზისა და ღვინის ისტორიული გავრცელება-განვითარების ეტაპები მსოფლიო მევენახეობის დარგში; ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ვენახის გაშენება-მოვლის დამკვიდრებული და თანამედროვე მეთოდები; ვენახში ჩასატარებელი აგროტექნოლოგიური პროცესების სრული ციკლი და მართვის თავისებურებები.
  2. მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო რეგულაციებისა და გაიდლაინების გათვალისწინებით მსოფლიო ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ყურძნის გადამუშავების თანამედროვე, ინოვაციური და ტრადიციული ტექნოლოგიები; დარგის ტენდენციები; მიმდინარე მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური პროცესები; თანამედროვე ანალიზური ტექნიკის გამოყენებით ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიული კვლევა; კვლევისთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა და დაგეგმვა;
  3. ღვინისა და სასმელების ხარისხისა და სენსორული შეფასების საერთაშორისო  მეთოდები და პრაქტიკაში დანერგილი სისტემები; ღვინის დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციიის მეთოდები; მსოფლიო ღვინის ტურიზმის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები; ტურისტული პაკეტების, მათ შორის „ღვინის გზა“ დაგეგმა-დამუშავება და პოპულარიზაცია მსოფლიო ტენდენციების გათვალსიწინებით.
  4. მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული უნარების მქონე, დარგში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი - შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრი, რომელიც მართავს ღვინის წარმოების სრულ ციკლს ვენახის გაშენებიდან-საბოლოო პროდუქტამდე.

პროგრამის სტატუსი: არააკრედიტებული.

კვალიფიკაცია: აგრონომიის მაგისტრი

მიმართულება: აგრარული 

პროგრამისმოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამისსაფასური: 2250 ლარი

სწავლებისენა- ინგლისური

პროგრამის მიზანია - შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად მოამზადოს კვალიფიციური კადრები აგრონომიაში, რომლებიც დააკმაყოფილებენ ქვეყნის ინდუსტრიულ და სოციალურ მოთხოვნებს. სტუდენტს შეასწავლოს დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისათვის, კერძოდ: აგრონომიის თანამედროვე საკითხების დამუშავება; მცენარეთა მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდების გამოყენება; საწარმოო და საბაზრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მცენარეთა ჯიშების სხვადასხვა გზით გაუმჯობესება, გააცნოს თანამედროვე გლობალურ აგრონომიაში გამოყენებული მცენარეთა სახეობები და გენეტიკური რესურსები, რის საშუალებითაც კუსდამთვრებული შეძლებს მოღვაწეობას ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე ხელს შეუწყობს აგრარული დარგის განვითრებას.