კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის მიზანია:
ინოვაციებზე დამყარებული ბიზნესის სფეროს ღრმა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული მუშაობის უნარების მქონე, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტებისა და ძლიერი მენეჯერების მომზადება, რომლებიც განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეძლებენ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების შეფასებას და დინამიურ გარემოში საქმიანობას.