ინგლისურენოვანი პროგრამები

აკრედიტებული

ფასიანი პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრ

სწავლების ენა - ინგლისური

მიმართულება - საინჟინრო

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამის მიზანია - საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარით აღჭურვილი ინჟინერიის ბაკალავრი მექანიკის ინჟინერიაში, რომელსაც ეცოდინება:

მექანიკის ინჟინერიის და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების ფუნდამენტური პრინციპები და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად გარემოში მათი გამოყენება;

წარმოების სხვადასხვა დარგის ფუნქციონალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების და მანქანათა სისტემების აგების პრინციპები და მეთოდოლოგიური მიდგომები;

პროდუქციის წარმოებისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების ასევე, ცალკეული ნაკეთობებისა და მოწყობილობების დაპროექტება, წარმოება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ფიზიკა, ინგლისური.

უცხო ენა: ინგლისური