პროგრამისმოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელიკვალიფიკაცია - ჟურნალისტიკის ბაკალავრი
სწავლისსაფასური - 2250 ლარი
პროგრამაზეჩასაბარებელიმე-3 სავალდებულოსაგანი: მათემატიკა, სამოქალაქო განათლება, ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია.
უცხოენა: რუსული.
სწავლებისენა - რუსული
პროგრამისმიზანია- ჟურნალისტიკის არსის, მისი ძირითადი მახასიათებლების, პრინციპების, ღირებულებების, მცოდნე ფართო პროფილის (ბეჭდური, რადიო, ტელე, ონლაინ, ინტერნეტ) სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვეობის აქტუალური ფაქტების, მოვლენებისა და პრობლემების ჟურნალისტურ ფაქტად გადაქცევას, საერთაშორისო და საქართველოს ეთიკური, სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით შეფასებას და კომენტირებას; მედიაწიგნიერების, თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევების, ჟურნალისტური ეთიკის, ჟურნალისტის პროფესიული შრომის ბაზრის პრობლემათა თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების სწავლება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბეჭდური, სამაუწყებლო და ახალი მედიისათვის მედიაპროდუქციის დაგეგმვის, მომზადების, ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის უნარების გამომუშავება.