ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ეკონომიკის ბაკალავრი
პროგრამის მიზანია:
სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა ეკონომიკის არსისა და მიღწევების, ეკონომიკური თეორიებისა და საბაზისო ეკონომიკური მოდელების, ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების პრობლემური საკითხების, კანონზომიერებების, თავისებურებებისა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესახებ;
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ფლობენ მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზისა და მიღებული შედეგების კრიტიკული გააზრების უნარს.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა
უცხო ენა - გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული.
ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - არქეოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მიზანია მოამზადოს ძველი კულტურებისა და ცივილიზაციების შემსწავლელი დარგის თეორიული, საველე სამუშაოების წარმართვის, არქეოლოგიური მასალის დამუშავებისა და ტექნიკური ანალიზის ტექნოლოგიების პრინციპების, კულტურული მემკვიდრეობის მართვის, დაცვის, კონსერვაციის და რესტავრაციის - აღიარებული პრიორიტეტების და პროფესიული ეთიკის ნორმების ცოდნით აღჭურვილი პრაქტიკოსი სპეციალისტი.
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა
სწავლების ენა - ქართული
უცხო ენა - გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული.
ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ჟურნალისტიკის ბაკალავრი.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია ჟურნალისტიკის არსის, ძირითადი თავისებურებების, პრინციპების, ღირებულებების მცოდნე ფართო პროფილის (ბეჭდური, რადიო, ტელე, ონლაინ, ინტერნეტ) სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვეობის აქტუალური ფაქტების, მოვლენებისა და პრობლემების ჟურნალისტურ ფაქტად გადაქცევას, საერთაშორისო და საქართველოს ეთიკური, სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით შეფასებას და კომენტირებას.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბეჭდური, სამაუწყებლო და ახალი მედიისათვის მედიაპროდუქტის დაგეგმვის, მომზადების, ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის უნარების გამომუშავება.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული