პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - .გარემოსმცოდნეობის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანი
მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარების ინტერდისციპლინარული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სოფლის, მუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო დონის შრომის ბაზარზე ორიენტირებული გარემოს მცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება თანამედროვე გარემოს მდგრადი განვითარების კონცეფციების ცოდნა, სოფლის გარემოს მდგრადი განვითარების თეორიებისა და პრინციპების გააზრებისა და მთის მცოდნეობის საკითხების გაცნობიერების უნარი და შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მთის გარემოს სფეროში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების გაცნობიერებას და პრიორიტეტების ადეკვატურად განსაზღვრას. საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფორმირებასა და დემოკრატიული ღირებულებების, ეთიკური და პროფესიული პატივისცემის ნორმების ჩამოყალიბებას. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები სრულად მოიცავს დადგენილ ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს, რაც მკაფიოდ ასახავს კურსდამთავრებული რა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მქონე იქნება.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია ან ბიოლოგია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ტურიზმის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანი
ინტერდისციპლინარული საგანმანათლებლო პროგრამა „მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი“ მიზანია მოამზადოს მუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო დონის შრომის ბაზარზე ორიენტირებული ტურიზმის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი მთის მდგრადი ტურიზმის თეორიებისა და პრინციპების მცოდნე სპეციალისტი, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებს გაანალიზოს, შეაფასოს, ჩამოაყალიბოს არგუმენტირებული დასკვნები მთის მდგრადი ტურიზმის განვითარების პრიორიტეტულ დარგებში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა , ისტორია გეოგრაფია
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მენეჯმენტის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მენეჯმენტის ბაკალავრების მომზადებისას:
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა“ მიზანია მოამზადოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, მთიანი გარემოს ინფრასტრუქტურის დაცვისათვის თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული სპეციალისტი , რომელსაც შეუძლია მთის დინამიკურად ცვალებად პირობებში ორიენტაცია, წინასწარ გატარებული პრევენციული ღონისძიებების საფუძველზე გარემოს დაცვითი საინჟინრო ღონისძიებების გატარება, მთაში ბუნებრივი რისკ-ფაქტორების პროგნოზირება; თოვლისა და ზვავის გამომწვევი მიზეზების დადგენა; მთის ქანების წყლისმიერი ეროზიული პროცესებისაგან დაცვა; მთის მდინარეებზე კალაპოტური პროცესების რეგულირება და ნაპირდამცავი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა. ორიენტირებული თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა ან ქიმია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.