ქართულენოვანი პროგრამები

ფასიანი პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ისტორია

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული

პროგრამის მიზანი:

1. ბიზნესის ადმინისტრირების დარგის ფართო ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნეს-საქმიანობისა და მისი ფუნქციონალური სფეროების შესახებ პრაქტიკული კვლევისა და დაგეგმვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, საბუნებისმეტყველო და სხვა დარგების ინტერდისციპლინური სწავლების ჰარმონიული და ზომიერი კომბინაციით.

2. აღჭურვოს და განუვითაროს ბიზნესის ადმინისტრირების დარგის საჭირო უნარ-ჩვევები თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ  ურთიერთიერთობათა რთულ სისტემაში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად და ბიზნესპროცესების მართვაში მონაწილეობის მისაღებად ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბუღალტერიის და სხვა მიმართულებით.

3. შეუქმნას კურსდამთავრებულებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.

ფასიანი პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამის მოცულობა - 180 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა

უცხო ენა:  ინგლისური

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული

 

პროგრამის მიზანია:

1.ფინანსების დარგის ფართო ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებულს შესძინოს საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო სფეროებში პრაქტიკული საქმიანობისა და დაგეგმვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.

2.თანამედროვე საფინანსო-საბანკო ტექნოლოგიების გამოყენებით აღჭურვოს და განუვითაროს საჭირო უნარ-ჩვევები საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო ოპერაციების და პროცესების მართვაში მონაწილეობის მისაღებად.

3.კურსდამთავრებულებს შეუქმნას ფინანსების მიმართულებით სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.

ფასიანი პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  საჯარო მმართველობის ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია ან სამოქალაქო განათლება.

უცხო ენა: ინგლისური

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული

 

პროგრამის მიზანია:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველობის ბაკალავრების მომზადება,  რომლებსაც ექნება ფართო ცოდნა   საჯარო სამსახურის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირების ფორმების და მეთოდების, სახელმწიფო სტრუქტურების, ზოგადად მართვის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების თანამედროვე ფორმების და სისტემების თაობაზე, კრიტიკული გააზრებისა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებისთვის.

ფასიანი პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  ტურიზმის  ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან გეოგრაფია. 

უცხო ენა: ინგლისური

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული

 

პროგრამის მიზანია:

  • ტურიზმის დარგის ფართო ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებულს შესძინოს ტურიზმის პოლიტიკის, მართვის, პრაქტიკული კვლევისა და დაგეგმვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური, საბუნებისმეტყველო და სხვა დარგების ინტერდისციპლინური სწავლების ჰარმონიული და ზომიერი კომბინაციით.
  • აღჭურვოს ტურიზმის სფეროს ორგანიზაციებსა თუ პროფილურ სტრუქტურულ ერთეულებში ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების მდგრადი დაგეგმვის, ორგანიზების, განხორციელებისა და კონტროლის პროცესების გეგმიურად მართვის  უნარებით, საქმიანობის ეთიკის პრინციპების დაცვით.
  • შეუქმნას კურსდამთავრებულებს ტურიზმის მიმართულებით სწავლის შემდგომ საფეხურზე   გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.