ქართულენოვანი პროგრამები

პრიორიტეტული პროგრამა 

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  აგრონომიის ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - მოამზადოს აგრარული ტექნოლოგიის დარგის ბაკალავრი, რომელსაც ექნება აღნიშნული დარგის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შეეძლება სოფლის მეურნეობაში მიღწევების და აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსის გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სოფლად სიღარიბის დაძლევას, რაც ქვეყნის სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენს.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ისტორია, ქიმია ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


პრიორიტეტული პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი

პროგრამის მიზანია - მოამზადოს მევენახობისა და ენოლოგიის დარგის სპეციალისტები, რომელთაც ვენახის აგრო-ტექნოლოგიური ღონისძიებების, საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური პროცესების გააზრების, მათ წარმართვაში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ექნება ყურძნის მოყვანისა და ღვინის წარმოების სექტორში მოღვაწეობის და კარიერის განვითრების შესაძლებლობა. შეასწავლოს მევენახეობის და ენოლოგიის ძირითადი პრინციპები და ელემენტები, ყურძნიდან ღვინის წარმოების სხვადასხვა მეთოდები, მევენახეობის წარმოებაზე, ღვინის ხარისხზე, შედგენილობაზე მოქმედი ფაქტორები, ყურძნის მოყვანის წესები, წარმოების ეკონომიკური ასპექტები, დარგის რეგულირების ამოცანები და მევენახეობისა და ენოლოგიისათვის დადგენილი მოთხოვნები. მისცეს საწარმოს ლაბორატორიაში მუშაობისათვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ისტორია, ქიმია ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


პრიორიტეტული პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  აგრონომიის ბაკალავრი

პროგრამის მიზანია - მოამზადოს მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი აგრონომიის დარგში, რომელიც საერთაშორისო მეცნიერული და სასწავლო სფეროში ინტეგრირების პირობებში, შეძლებს კონკურენციის გაწევას აგრობიზნესის სექტორში და იქნება ორიენტირებული მომხმარებლის საჭიროებებზე. ექნება პროფესიული, ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიური განათლება. შეეძლება აგრონომიის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით დანერგოს და განახორციელოს საკვები, მინდვრის, ბოსტნეული, მრავალწლიანი სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანა, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

სწავლების ენა - ქართული

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ისტორია, ქიმია ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


პრიორიტეტული პროგრამა.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  სასურსათო ტექნოლოგიის  ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია - მოამზადოს სასურსათო ტექნოლოგიის დარგის სპეციალისტები, რომლებსაც ეცოდინებათ სასურსათო ტექნოლოგიაში პურპროდუქტების, შაქრის, სპირტის, საკონდიტრო, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და რძის პროდუქტების, საკონსერვო წარმოება; სასურსათო პროდუქტთა წარმოების ტექნოლოგიურ სქემები, წარმოებისას მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესები, გამოყენებული ნადლეულის დახასიათება, სასურსათო პროდუქტების ფიზიკო–ქიმიურ ანალიზი.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ისტორია, ფიზიკა, ქიმია  ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.  


პრიორიტეტული პროგრამა .

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  მეცხოველეობის ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია - მიზანია მოამზადოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მეცხოველეობის დარგის კვალიფიცირებული ბაკალავრი. სტუდენტს შეასწავლოს; მეცხოველეობის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, ცხოველთა და ფრინველთა მოვლა-შენახვის, მოშენების, კვების, საკვებწარმოების რეპროდუქციის თავისებურებები და სასოფლო სამეურნეო ცხოველთა პროდუქტიულობის გაუმჯობესების გზები.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ისტორია,  ქიმია  ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული


პრიორიტეტული პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  ინჟინერიის ბაკალავრი აგროინჟინერიაში

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია - ბაკალავრიატის საგანამანათლებლო პროგრამის „ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის“ მიზანია საინჟინრო-საპროექტო ცოდნის მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე, დინამიკურად ცვალებად გარემოში ორიენტირებული მაღალკვალიფიციური აგროინჟინერის მომზადება, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს: ნიადაგების დაცვის და მისი ნაყოფიერების ამაღლებისთვის, პრაქტიკული უნარების გამოყენებით და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, აგროსაინჟინრო სისტემების დაპროექტებას; ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების მონიტორინგს და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის კომპლექსების შექმნას, ბუნებრივ-ანთროპოგენური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით; ჰაერის ემისიების მონიტორინგს და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას; მოდიფიცირებული სამანქანე ტექნოლოგიების და ტექნიკის ექსპლუატაციას; აგროინჟინერის მულტიდისციპლინურ გარემოში პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას და გადაჭრის გზების შესახებ არგუმენტირებული დასკვნების ზეპირ პრეზენტაციას ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საკომონიკაციო საშუალებების გამოყენებით; აგროსაინჟინრო საქმიანობის წარმართვას ეთიკის პრინციპების დაცვით და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, როგორც განათლების შემდგომი საფეხურისთვის, ასევე დასაქმების ფართო ბაზრისთვის.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ქიმია  ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


პრიორიტეტული პროგრამა 

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  ინჟინერიის ბაკალავრი აგროინჟინერიაში

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია - მოამზადოს აგროინჟინერიაში თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტი; შეასწავლოს სამანქანო ტექნოლოგიების, აგრეთვე სამელიორაციო სისტემების გამოყენება სოფლის მეურნეობაში; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვისა და მიწების დაშრობის პროექტების განხორციელება თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიების გამოყენებით; სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო და სამელიორაციო მანქანების იდენტიფიცირება და სერვისის ორგანიზება სასოფლო-სამეურნეო და სამელიორაციო სამუშაოების შესასრულებლად; სასოფლო-სამეურნეო და სამელიორაციო სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი მანქანათა კომპლექსის საექსპლუატაციო პარამეტრების განსაზღვრა და ძირითადი რეგულირებები აგროტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად; შეუქმნას კურსდამთავრებულებს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტიპროფესიული განვითარების მყარი საფუძველი, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ აგროინჟინერიის სფეროს გამართულ მუშაობაში.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ქიმია  ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული


პრიორიტეტული პროგრამა.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია -  სატყეო საქმის ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია - მოამზადოს სატყეო საქმის დარგის კურსდამთავრებული, რომელსაც ტყის ეკოსისტემების მოვლისა და კვლავწარმოების, ძირითადი ტყისშემქმნელი სახეობების კორომებში ბუნებრივი განახლების, სახეობათა ცვლისა და სხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესების მართვის გააზრების, მათ წარმართვაში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების საფუძველზე ექნება ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ოპტიმიზაციის სფეროში მოღვაწეობის და კარიერის განვითარების შესაძლებლობა. შეასწავლოს, როგორც ბუნებრივ, ისე კულტურცენოზებში ეფექტური სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყეების ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, წყალშენახვითი, კურორტოლოგიურ-ბალნეოლოგიური და სხვა სასარგებლო ფუნქციების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფისათვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ისტორია, ქიმია  ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.  

პროგრამის მოცულობა - 347 კრედიტი

სწავლის საფასური - 2250 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ვეტერინარიის მაგისტრი

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - კლინიკურ პრაქტიკაზე და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით, ფართო პროფილის პროფესიონალი ვეტერინარი ექიმების მომზადება, ცხოველთა ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საკვებწარმოების სფეროებში, რომელიც შეძლებს, პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების რეალიზაციას შემდეგ მისიებში:

  1. უზრუნველყოს ცხოველების მოვლა, მკურნალობა და მათი უფლებების დაცვა;
  2. უზრუნველყოს დაავადებების გავრცელების პრევენცია ცხოველთა პოპულაციაში;
  3. იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გარანტი, განსაკუთრებით საკვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ხარისხის უზრუნველყოფით და ცხოველებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენით;
  4. შეიტანოს წვლილი ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში;
  5. განავითაროს სამეცნიერო-კვლევითი და საგანმათლებლო საქმიანობა;
  6. ხელი შეუწყოს ტრასლაციური და შედარებითი მედიცინის განვითარებას, „ერთი ჯანდაცვის“ პრინციპების გათვალისწინებით;
  7. უზრუნველყოს საზოგადოებაში „ადამიანი-ცხოველი“ ინტერფეისის ჰარმონიული განვითარება.

 

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი -  ინგლისური, მათემატიკა,   ქიმია ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.