26-29 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში, ლვივის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტში.
სტუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორობისა და ტუტორობის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROMENT) - დასკვნით ღონისძიებებში, ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრას და გალა კონფერენციას დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექტის ფარგლებში დანერგილი მენტორობისა და ტუტორობის სისტემის შედეგები. გალა კონფერენციის მიმდინარეობისას, პარტნიორმა მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს დაგროვილი გამოცდილება აღნიშნული სქემების პრაქტიკული იმპლემენტაციის შესახებ, შეაჯამეს საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო განვითარების ახალი პერსპექტივები დასახეს.
პროექტის შემაჯამებელი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რადგან მონაწილე უნივერსიტეტებს ოფიციალურად გადაეცათ ხარისხის სერტიფიკატები, რაც საერთაშორისო დონეზე ადასტურებს განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.
PROMENT-ის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს მენტორობისა და ტუტორობის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა სტუდენტთა მხარდაჭერის მდგრად და სისტემურ ინსტიტუციურ მექანიზმად. ცენტრი ინტეგრირებულია უნივერსიტეტის მართვისა და სტუდენტზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, საქმიანობას ახორციელებს დამტკიცებული შიდა რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების შესაბამისად და ეფუძნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას.
ცენტრში დაინერგა 12 სხვადასხვა სქემა, ჩატარდა თემატური ტრენინგები და გაძლიერდა როგორც აკადემიური, ისე სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი მოდელები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა მხარდაჭერის, ჩართულობისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.