უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) პირობები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ (იხ. დანართი 1).
სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად იხ. დანართში 2; დანართში 3; დანართში 4. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 3 და დანართი 4) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც არ აქვთ წინაპირობა ცხრილში მითითებული არ არის.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5).
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება
გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც მობილობის მსურველმა წერილობით უნდა წარმოადგინოს და სიტყვიერად დაასაბუთოს პროგრამაზე სწავლის მოტივაცია, ასევე წარდგინოს საკუთარი ხელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები (ნახატები და ნახაზები); მისამართი: თბილისი; კოსტავას № 75, სტუ-ს VIII კორპუსი ; მე-2 სართული; ოთახი 4.