ტრენინგი სტუ-ში - „AI Bootcamp-ს მკვლევარებისა და კვლევის მენეჯერებისთვის“

ტრენინგი სტუ-ში - „AI Bootcamp-ს მკვლევარებისა და კვლევის მენეჯერებისთვის“

 

ტრენინგი სტუ-ში - „AI Bootcamp-ს მკვლევარებისა და კვლევის მენეჯერებისთვის“

09-12-2025
ტრენინგი სტუ-ში - „AI Bootcamp-ს მკვლევარებისა და კვლევის მენეჯერებისთვის“
2-3-4 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა „AI ტრენინგი მკვლევარებისა და კვლევის მენეჯერებისთვის“ (AI Bootcamp for Researchers & Research Managers).

ღონისძიება ორგანიზებული იყო „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის და სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის მიერ, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევითი სექტორის წარმომადგენლების კომპეტენციების ამაღლებას ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენებაში.

ტრენინგი ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა, რამაც უზრუნველყო როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობა.

2 (6).png

სამი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების შესახებ კვლევის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე.

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ავი სტეიმენი. ღონისძიებამ ხელი შეუწყო მონაწილე მკვლევრებისა და მენეჯერების კომპეტენციების ამაღლებას ხელოვნური ინტელექტის ინოვაციურ ინსტრუმენტებთან მუშაობის მიმართულებით, რაც აუცილებელია „ჰორიზონტი ევროპის“ მსგავს საერთაშორისო პროექტებში წარმატების მოსაპოვებლად.

სიახლეებში დაბრუნება