საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ მენტორინგისა და ტუტორინგის პროგრამას იწყებს, რომელიც Erasmus+ პროექტის PROMENT ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულნი არიან: ომის, კონფლიქტის ან სხვა გარემოებების გამო და შესაძლოა მათ სჭირდებოდეთ დამატებითი აკადემიური, სოციალური ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში მიიღებთ:
სოციალურ ინტეგრაციაზე მიმართულ მხარდაჭერას, მეგობრულ გარემოსა და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ადაპტაციას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციას
ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ტუტორებთან და მენტორებთან
აკადემიურ დახმარებასა და კონსულტაციას
მხარდაჭერას უნივერსიტეტის პლატფორმებისა და ადმინისტრაციული პროცესების გაგებაში
პროფესიონალი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ფსიქოლოგიურ სესიებს
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
თუ ხართ იძულებით გადაადგილებული სტუდენტი და გსურთ პროგრამაში ჩართვა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: mentoring@gtu.ge.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.