შეხვედრა დოქტორანტებთან - "ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი

შეხვედრა დოქტორანტებთან - "ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი

 

შეხვედრა დოქტორანტებთან - "ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი

08-12-2025
შეხვედრა დოქტორანტებთან - "ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი
9 დეკემბერს, 12:00-13:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, "ჰორიზონტი ევროპა“ და საქართველოს ეროვნული ოფისი გიწვევთ  საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში -  დოქტორანტებისათვის არსებულ დაფინანსებისა და მობილობის შესაძლებლობებს. 

ღონისძიება უნიკალური შანსია, დეტალურად გაეცნოთ მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სპეციფიკასა და იმ მექანიზმებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა კარიერულ განვითარებას საერთაშორისო დონეზე. 

შეხვედრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ადმინისტრაციული შენობის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება. 

მისამართი: მერაბ კოსტავა 77, თბილისი.

მსურველებმა დასწრების დადასტურების მიზნით, გთხოვთ, აუცილებლად შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა.

სიახლეებში დაბრუნება