18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ვორქშოფი - „სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ ჩატარდება.
ღონისძიება “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის დაარსების 45 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიების მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
ბმულზე.
მსურველებმა რეგისტრაციის ფორმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:
ecologist404@gtu.ge.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 დეკემბრის 18:00.
ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 18 დეკემბერს გასვლითი ტური კომპანია RMG -ში. მსურველები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით. შეკრების ადგილი სტუ-ის II კორპუსი, 10:00 საათი.
ვორქშოფი გაგრძელდება 19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის XI კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (სართული V).
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზ. N17;
საკონტაქტო პირები:
- პროფესორი - დიმიტრი ერისთავი, ტელ.: 599 11 56 70;
-
ასოცირებული პროფესორი - მაია ქავთარაძე, ტელ.: 599 36 01 10.