"ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები" - ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისათვის

"ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები" - ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისათვის

 

"ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები" - ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისათვის

19-11-2025
"ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები" - ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისათვის
20 ნოემბერს 16:00 საათზე, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით  სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ატარებს ღონისძიებას "ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები". 

ღონისძიების მიზანია სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ინტერნეტთან დაკავშირებულ კიბერ-საფრთხეებს და შეისწავლონ მარტივი თავდაცვის საშუალებები.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია სტუ-ის თანამშრომლებს თხოვნით მიმართავს, რათა ღონისძიებას დაესწრონ თანამშრომელთა შვილები, შვილიშვილები და მოიწვიონ ის მოსწავლეები, ვისთვისაც ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაცია მნიშვნელოვანია. 

გადავაქციოთ ჩვენი პატარები "ციფრული დეტექტივებად".

იმისათვის, რომ დაიგეგმოს  და განისაზღვროს ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო ადგილი, მსურველებმა მოცემულ ბმულზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 19 ნოემბერი 16:00 საათი.
   

სიახლეებში დაბრუნება