სტუ-ის შემოქმედებითი კოლექტივები ახალი წევრების შერჩევის მიზნით, 17 ნოემბერიდან ქასთინგს აცხადებენ.
ყველას, ვისაც გიყვართ სიმღერა, დაკვრა, ცეკვა და სცენა, გიწვევთ გახდეთ თქვენთვის სასურველი შემოქმედებითი გუნდის წევრი!
მსურველებს გელოდებით:
სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 18:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსის აუდიტორია #695, მის: მ. კოსტავას ქუჩა#68. ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი, ტელ: 599 51 21 35;
სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, სტუ-ის II კორპუსი, ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში, მის: მ.კოსტავას #67 (ტელევიზიის პირდაპირ). ხელმძღვანელები: თემურ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი, ტელ: 599 77 94 77; 599 41 11 71;
სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12:00- დან 17:00-საათამდე, სტუ-ის II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“. ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე, ტელ: 599 10 04 83;
სტუ-ის ჯაზ-ბენდი - ოთხშაბათს და პარასკევს, 14:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, კულტურის განყოფილება. მის: მ.კოსტავას ქ.# 77 (ბენდს ესაჭიროება როგორც ვოკალისტები, ასევე ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის მსურველი ახალგაზრდები). ხელმძღვანელი ირაკლი კალმახელიძე, ტელ: 577 42 10 17;
სტუ-ის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ჯგუფი „ქალდეა“ - შაბათს, 16:00 საათზე, სტუ-ის VI კორპუსი, I სართული, #119 აუდიტორია. ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე, ტელ: 555 33 64 85;
სტუ-ის ვაჟთა ფოლკლორული ჯგუფი „ფესვები“ - ხუთშაბათს - 19:00 საათზე, შაბათს - 20:00 საათზე, სტუ-ის VI კორპუსი, I სართული, ოთახი#124. ხელმძღვანელი დავით უზნაძე, ტელ: 558 46 58 53.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.