საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე იწვევს.
კურსები ცენტრში ჩატარდება კვირაში 2-ჯერ: ორშაბათს და ოთხშაბათს, 17:00 საათზე.
უფასო კურსებზე დასწრება შესაძლებელია, სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტისათვის.
პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრში ლიეტუვური ენის შემსწავლელ ახალი ნაკადის კურსებზე რეგისტრაცია, 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება (მისამართი: მერაბ კოსტავას 69, სტუ მე-10 სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული, 216 კაბინეტი).
რეგისტრაციის გასავლელად, მსურველებმა აუცილებელია, შეავსოთ მოცემული
ფორმა.
სტუ-ის პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუდენტებს ასევე არაერთ სხვა უსასყიდლო პროექტს სთავაზობს:
- სასწავლო კურსები ლიეტუვას უნივერსიტეტებში
- სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ლიეტუვას რესპუბლიკაში (სტიპენდიით)
სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც დაამთავრებენ ბაკალავრიატს და შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, მიეცემათ შესაძლებლობა უსასყიდლოდ განაგრძონ სწავლა ლიეტუვას ნებისმიერი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, სწავლის პერიოდში, დაენიშნებათ ლიეტუვას რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია.
სტუ-ის პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის პროგრამას აფინანსებს ლიეტუვას რესპუბლიკა.