უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის მობილობა იწყება. დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის, 2025 წლის 7 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, უნდა მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს- სადაც სწავლობდით ან სწავლობთ.
შიდა მობილობის ვაკანტური ადგილებისა და პირობების სანახავად გაეცანით დოკუმენტს დანართი 1
სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად იხ. დანართებში 2; 3; 4.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენელს (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5).
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზე მოსახვედრადაც აუცილებელია გასაუბრების გავლა:
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 14 ივლისის , 11:00 საათზე.
მისამართი: კოსტავას №68, სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა.
დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 7 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მისამართი: კოსტავას № 75, სტუ-ის VIII კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 4.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.