კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც პროექტის ადმინისტრირების მიზნით აერთიანებს საინიციატივო ჯგუფში არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.
განაცხადების მიღება დაიწყო 31 მარტიდან და გაგრძელდება 25 აპრილის ჩათვლით.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი:
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 240 000 ლარს;
ერთ პროექტზე მოთხოვნილი ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა არის არაუმეტეს 15 000 ლარი.
საგრანტო პროექტების თემატური მიმართულებები:
მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ინტერკულტურული დიალოგი;
მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და სოციალური ინიციატივები;
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა;
პროფესიული განვითარების, ტრენინგებისა და ფორუმების ორგანიზება სტუდენტებისთვის;
არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების შექმნა;
მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
ნაკლებ შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია;
ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა;
საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება;
სტუდენტური კლუბებისა და თვითმმართველობების გაძლიერება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს მოცემული საკონტაქტო მონაცემების დახმარებით:
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.