საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 ფაკულტეტზე 2024 წლის 20 დეკემბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები და დაადგინა:
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგი 11 ფაკულტეტის: სამშენებლო; ენერგეტიკის; სამთო-გეოლოგიური; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის; ბიზნესტექნოლოგიების; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების; აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგები დამტკიცდეს თანდართული შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად.
სამართლისა და სერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მიემართოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო დებულების 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოქმედ სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობას.