24 ოქტომბერს, 20:00 საათზე სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო ოფისის ხელმძღვანელობა, UNI4VERSE კონკურსთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომელიც განკუთვნილია კონკურსში მონაწილე სტუდენტებისა და მენტორებისთვის, ასევე, უნივერსიტეტებში კონკურსზე პასუხისმგებელ პირებისთვის და კოორდინატორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ Uni4Verse საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ არის ორგანიზებული, ხოლო პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.
2024 წელს, პროექტი “მწვანე ეკონომიკის” თემას ეძღვნება და 18 უნივერსიტეტი მონაწილეობს.
შეხვედრაზე, გარდა კონკურსის შესახებ ზოგადი ინფორმაციისა, ასევე, დეტალურად განხილული იქნება კონკურსის მომდევნო ეტაპების ვადები, სტრუქტურა, მოლოდინები და სხვა შინაარსობრივი თუ ლოგისტიკური საკითხები, მათი შორის:
- პროექტის სტრუქტურა და მისი 3 ფაზა;
- რა დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება რეგისტრაციის დროს;
- რა კრიტერიუმებით შეფასდება იდეა;
- როგორ წარადგინოთ საკუთარი იდეა და წარმოაჩინოთ მისი უნიკალურობა;
- რა ეტაპები უნდა გაიაროთ სანამ ჟიურის წინაშე საკუთარ იდეას წარადგენთ და რას უნდა ელოდოთ თითოეული ეტაპისგან.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ფეისბუქ
გვერდია.
ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა
სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ შეხვედრის ბმულს Zoom პლატფორმაზე.