სტუ-ს ქვიშის ფრენბურთის სპორტულმა წყვილმა „კორტის მეფეები 2024“-ის ოქროს გვირგვინი მოიპოვა

სტუ-ს ქვიშის ფრენბურთის სპორტულმა წყვილმა „კორტის მეფეები 2024“-ის ოქროს გვირგვინი მოიპოვა

 

სტუ-ს ქვიშის ფრენბურთის სპორტულმა წყვილმა „კორტის მეფეები 2024“-ის ოქროს გვირგვინი მოიპოვა

18-09-2024
სტუ-ს ქვიშის ფრენბურთის სპორტულმა წყვილმა „კორტის მეფეები 2024“-ის ოქროს გვირგვინი მოიპოვა
ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა აჭარის ფრენბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, „კორტების მეფეები“, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულმა წყვილმა პეტრე ლობჟანიძემ და დანიელ ხეირაბადიმ გაიმარჯვეს.

ტურნირში 6 ქვეყნიდან 28 წყვილი მონაწილეობდა.

პეტრე ლობჟანიძემ და დანიელ ხეირაბადმა დაძაბულ ფინალურ ბრძოლაში მოახერხეს ზაქაიძე/ქაჩიბაიას წყვილის დამარცხება. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში და წარმატებულად ასპარეზობენ შიდა თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. 

„16 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ვულოცავ პირველკურსელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და ყველა სტუდენტს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ უკვე მთელი სასწავლო წლის სპორტული აქტივობები დაგეგმილი გვაქვს. სექტემბრის ბოლოს ჩატარდება სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში, სადაც 10 ქვეყნის უნივერსიტეტების სპორტული გუნდები იასპარეზებენ “, - აცხადებს სპორტის განყოფილების უფროსი არჩილ იოსელიანი. 

სიახლეებში დაბრუნება