Chevening Alumni Programme Fund-ის პროექტის ფარგლებში, "ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში“ (Women Career Mentorship Hub) მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
პროექტი Women Career Mentorship Hub ახალგაზრდა ქალების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, რომლის ფარგლებში 30 ახალგაზრდა ქალი შეირჩევა.
"ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში“ მონაწილეობა უფასოა! აპლიკაციების მიღება 22 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
განაცხადის ფორმის შესავსებად მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ბმულს:
https://tiny.cc/4shkzz
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც სურთ განივითარონ პროფესიული ცოდნა და ლიდერული უნარ-ჩვევები, გაეცნონ სასურველ სფეროში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და დაამყარონ კავშირები დარგის პროფესიონალებთან და ადაპტირდნენ კარიერული წინსვლის გზაზე.
მონაწილეებს მენტორობას Chevening-ის პროფესიულად წარმატებული ქალი კურსდამთავრებულები გაუწევენ.
პროექტი Foreign, Commonwealth and Development Office (FCDO)-ის დაფინანსებითა და Chevening Alumni Programme Fund-ისა (CAPF) და დიდი ბრიტანეთის საელჩოს სრული მხარდაჭერით ხორციელდება.
მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს:
- მდედრობითი სქესის წარმომადგენელი;
- ბაკალავრის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული (არაუმეტეს 2 წლისა);
- სურდეს პროფესიული განვითარება მოცემული ერთ-ერთი სფეროდან:
- STEM, IT, კიბერუსაფრთხოება და AI
- კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
- პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
- განათლება
- ბიზნესი და ფინანსები
- მედია და კომუნიკაციები
- სამართალი
-
ადამიანის უფლებები და გენდერის კვლევა
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულზე:
https://www.facebook.com/share/p/V6EFXTY1CcSYJWjE/?mibextid=WaXdOe