ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის

ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის

 

ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის

14-08-2024
ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის
„სადაც უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ და ფოტოების გადაღება გიყვარს, ეს გზავნილი შენთვისაა“, - თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი, პროექტის - „ცხოვრება კონფლიქტებს მიღმა“ ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს მართავენ. 

ორგანიზატორები სამ გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევარს გამოავლენენ და სამივე ავტორს ფულადი პრიზით - 380 ლარით დააჯილდოებენ.

ფოტოამბის თემატიკა შეიძლება იყოს: სოციალური საკითხები, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და, ზოგადად, საზოგადოებრივი ამბები, რასაც ფოტოს ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

საკონკურსო პირობები:

  • საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას;
  • არ უნდა ატარებდეს პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს;
  • არ უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე მედიასაშუალებაში. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა გადაღებული ორიგინალური ფოტონამუშევარი, ტექსტთან ერთად (ფოტოთი გადმოცემული ამბის აღწერა), მიმდინარე წლის 23 აგვისტომდე, უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tavisupalia@gmail.com; მასალას დაურთონ საკონტაქტო ნომერი და მიუთითონ თავიანთი ასაკი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიღება შესაძლებელია ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით; ორგანიზატორები ოპერატიულად გამოგეხმაურებიან. 

პროექტს „ცხოვრება კონფლიქტებს მიღმა“ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში თავისუფალი ასოციაციის ვებგვერდსა და სოციალურ გვერდებზე არაერთი საინტერესო ფოტო და ვიდეოამბავია განთავსებული.

სიახლეებში დაბრუნება