საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდის წევრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
საცურაო აუზის „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის წევრებმა, საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობაში, 2008 წლის ჩათვლით დაბადებულ სპორტსმენთა შორის ასაკობრივ ჯგუფებში, ლიეტუვას ღია ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს.
„ტონუსის“ მოცურავეებმა, 2009 წელს დაბადებულმა აკაკი მღებრიშვილმა 200-მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სალი შარბაევამ თავისუფალი სტილით ცურვაში 200 და 400-მეტრიან დისტანციებზე - ორი ვერცხლის მედალი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეები საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრზე წარმატებებს აღწევენ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.