საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტები დავით ჩიტაძე და მარიამ პატაშური ზაარლანდის (გერმანია) ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაივლიან ორკვირიან კურსს.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილჰელმ ჰოიზერმა, კონკურსის წესით შეარჩია.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საზაფხულო სკოლის მიზანია, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროპული ღირებულებების გაზიარება.
“სტუდენტებს ექსპერტები აქტუალური ინჟინერიისა და ბიზნესის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ, ამასთანავე მათ საშუალება ეძლევათ ჩაერთონ ვორქშოპში, იმუშაონ პრაქტიკულ დავალებებზე. საზაფხულო სკოლა სტუდენტებს აძლევს საშუალებას აიმაღლონ ცოდნის დონე გერმანულ ენაში და გაეცნონ გერმანულ კულტურასა და რეალიებს. კურსი აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, აუდიო-ვიდეო მასალებით, ტექნიკურად აღჭურვილი მაღალი დონის აუდიტორიებით“, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის 5 ECTS სერტიფიკატი გადაეცემათ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.