სტუდენტთა ღია 88-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

სტუდენტთა ღია 88-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

 

სტუდენტთა ღია 88-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

11-06-2024
 სტუდენტთა ღია 88-ე  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ორი სექცია - „სამართალი“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“, მუშაობდა.

„სამართლის“ მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო ოცდაერთმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი - მარიამ დათუნიშვილი, II ადგილი - თამარ იმერლიშვილი, III ადგილი - გვანცა ტაბატაძე, მაგისტრატურა: I ადგილი - ანუკი აბაშიძე, II ადგილი - მარიამ იასეშვილი; დოქტორანტურა: I ადგილი - ირაკლი ტყებუჩავა, II ადგილი - მარინა კობახიძე.

„საერთაშორისო ურთიერთობების“ სექციაში მონაწილეობა მიიღო ოცდასამმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი - ხატია ჯიქურაშვილი; II ადგილი - თათია არველაძე; III ადგილი - ანა მესტვირიშვილი. დოქტორანტურა: I ადგილი - გიორგი ჩავლეიშვილი; II ადგილი - ელენე ჩალაძე; III ადგილი - სოფიო ჩანთაძე.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი იღებდა.

კონფერენცია 56 სექციას მოიცავდა, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე - 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი.
 
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი, 14 ივნისს გაიმართება.

სიახლეებში დაბრუნება