სტუ-ის საცურაო აუზის მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

22-05-2024
სტუ-ის საცურაო აუზის მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს პირველობა კადეტთა შორის ქუთაისში, ოლიმპიურ აუზზე ჩატარდა და მასში მოინაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და კლუბების ნაკრებებმა. ტურნირი ჩატარდა 2009-2010 წელში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წელში დაბადებულ გოგონათა შორის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი „ტონუსის” 12 მოცურავიდან რვამ მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულთა შორის არიან: 

  • სალი შერბაევა - ესტაფეტა (2 ოქრო, 1 ვერცხლი); 

  • აკაკი მღებრიშვილი - ესტაფეტა (1 ვერცხლი, 2 ოქრო); 

  • თინა აბზიანიძე - ესტაფეტა (2 ბრინჯაო);

  • ლუკა მარწყვიშვილი - ესტაფეტა ( 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო);

  • მარიამ ხიტალიშვილი - ესტაფეტა (2 ვერცხლი); 

  • ნინო ერაძე - ესტაფეტა (2 ვერცხლი); 

  • ნიკოლოზ მიქაშავიძე - ესფაეტა (1 ვერცხლი); 

  • ანდრია ქაჯაია - ესტაფეტა (1 ვერცხლი).

ასევე, საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის გოგონების ჯგუფმა მოიპოვა ოთხი ვერცხლის მედალი - 100 მ. თავისუფალ ყაიდაზე  ცურვაში და ოთხი ვერცხლის მედალი - 100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში. ხოლო, ვაჟების გუნდმა მოიპოვა 4 ვერცხლის მედალი 100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში.

სიახლეებში დაბრუნება